საზოგადოება
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრი გახდა

transport3მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დღეიდან 50 თეთრი გახდა. ტრანსპორტით მგზავრობისას მისი პირველი ღირებულებაა 50 თეთრი, მეორე – 30, მესამე და მომდევნო კი 20 თეთრი იქნება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს თბილისის მერიამ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცა. როგორც სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან კოპლატაძე აცხადებს, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სტუდენტებისთვის სამგზავრო ტარიფი უცვლელი დარჩება.