შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
საქართველო, 28 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა
მეჯად გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, მერკვილაძის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას
25,74 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით
ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.