აქტუალური
„აშშ-საქართველოს ურთიერთობები: 23 წლის თანამშრომლობა, რომელიც ღრმავდება” - რიჩარდ ნორლანდი
aSS-aqt-3-an-5საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ურყევი მეგობრობა. საერთო ღირებულებები. მომავლის რწმენა. ეს თვისებები მიუძღვება აშშ-საქართველოს ურთიერთობას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, 23 წლის წინ. 1992 წლის 23 აპრილს, თბილისში, აშშ-ის საელჩოს გახსნის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გაიარა. ამერიკისათვის პატივი იყო ამ დაუჯერებელი მოგზაურობისას ქართველი ხალხის გვერდში დგომა. საქართველოს ხელახალი დაბადება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნისა, შთამაგონებელია. ამერიკა ამაყობს, რომ საქართველოს მეგობარია.“