საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა“
axal-sazog-2-anal-3საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის 20/30"-ში საქართველოში არასამთავრობო სექტორის როლსა და მათ ფუნქციონირებაზე საუბრისას განაცხადა. როდესაც სახელდებიან ონიანი, ფირცხალავა, უტიაშვილი ან ახალაიას მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიურობს, ეს ნაკლებ სახიფათოა ამ სფეროსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ისინი ობიექტურობაზეც კი ვერ შეგეკამათებიან, იმიტომ, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან "ნაციონალური მოძრაობის". 
ყოფილი პრემიერის შეფასებით, სახიფათოა წარმატებული ორგანიზაციები და მათი მეთაურები – გიგაური, კოჟორიძე. ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ხშირად თანხვედრაში მოდიან "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციასთან. "გავიხსენოთ წამების ცნობილი კადრები… სწორედ ამ პირებმა - გიგაურმა, კოჟორიძემ და ლომჯარიამ, როდესაც ეს კადრები შესთავაზეს, მოითხოვეს არ ეყურებინათ ამ კადრებისათვის, რათა არ მომხდარიყო, თითქოს, სახეებით ამოცნობა. ვინც ნახა, არაფრის ამოცნობა არ ხდებოდა. 
…როდესაც საუბარი იყო წამების ფაქტებზე და საშინელ კადრებზე, მათ დემონსტრაციულად მოინდომეს თემის სწრაფად დახურვა, თუმცა შემდეგ დაიწყეს კამპანია "ისევ გვისმენენ". როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ ეჭვი მაქვს "ნაციონალებთან" მათ თანხვედრაში, სამივე მიმანიშნებდა, რომ მე მსურდა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა
", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ექსპრემიერმა არასამთავრობო სექტორზე საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა მოიყვანა მაგალითად, როგორც არაობიექტური.
2013 წლის არჩევნებზე მეტ დარღვევებს მოიხსენიებს, ვიდრე 2012 წელს. 2012 წლის არჩევნები ჩაატარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ... როგორც სააკაშვილი ამბობდა, მშვიდობიანად კი არ გადმოგვაბარეს ხელისუფლება, არამედ... ვაიძულეთ ხელის განძრევის გარეშე წასულიყვნენ... როდესაც ლარის დევალვაცია იყო და ხალხი შფოთავდა, ამ დროს გიგაური აქვეყნებს – 2013-2014 წლებში სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯული მთავრობის ხარჯები 20 მილიონი... ამ დროს ამ თანხებიდან ლომის წილი დახარჯულია შშმ ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე", - განაცახადა ბიძინა ივანიშვილმა.