სამართალი
მიხეილ ხარძიანი: "უდესიანმა ისეთი კადრები მაჩვენა, რომ ასეთი სირცხვილი არ განმიცდია"

1udes-samart-3საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ბესო ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანი ოჯახის წევრებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ ცილისწამებისთვის გია უდესიანს.
როგორც მიხეილ ხარძიანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მის გადაადგილებას მოპედით უცნობი პირი აკვირდება, რის გამოც მან გია უდესიანთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო.

მან წარმიდგინა უტყარი მტკიცებულებები... კუს ტბის შეძენის მტკიცებულებები, სადაც მას 12 მილიონი აქვს გადახდილი და წარმიდგინა ვიდეოკადრები, რაზეც მე, პირადად ასეთი სირცხვილი არ განმიცდია. მინდა მოვუწოდო ბესო ხარძიანის ოჯახის წევრებს, მაია, გია, ლია ხარძიანს, გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ გია უდესიანს", - განაცხადა ხარძიანმა.

ამასთან, მიხეილ ხარძიანმა მამამისის ციხეში მოხვედრა ეკა ნონიკაშვილს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ სწორედ ნონიკაშვილია პირი, რომელსაც აწყობდა ბესო ხარძიანის ციხეში მოხვედრა. მისივე თქმით, ხარძიანის მკვლელობა ნონიკაშვილმა დაუკვეთა.

ცნობისათვის: ბესო ხარძიანს მიხეილი და ანა პირველი ცოლისგან ჰყავს. ბესო ხარძიანი თბილისში, საკუთარ სახლთან 28 მარტს მოკლეს.