სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1krtami-samart-2საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.