სამართალი
ბრალდებულები რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ. მათი თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტაცია და სალომბარდე ხელშეკრულებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული სამი ავტომანქანა. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.