საზოგადოება
ლევან ყიფიანს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ?
sazog-3საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრს მთავრობაში, ისე, რომ მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი არ დადგეს, ერთი მინისტრის შეცვლის უფლება კიდევ აქვს. უმრავლესობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, რომ შემდეგი მინისტრი, რომელიც თანამდებობას დატოვებს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იქნება. ლევან ყიფიანის გადაყენებას თითქმის ერთი თვეა სპორტის საპარლამენტო კომიტეტის და უმრავლესობის სპოტრსმენი წევრები ითხოვენ. ამ საკითხზე შეხვედრა , როგორც ცნობილია, მათ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც გამართეს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, მათ ივანიშვილისგან ერთგვარი თანხმობაც მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანს მუშაობა მოუწონა, სპორტსმენი დეპუტატები უახლოეს დღეებში ყიფიანის შეცვლას მაინც ელოდებიან. პირად საუბრებში უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ისინი იმაზეც საუბრობენ, რომ ღარიბაშვილი შავლიაშვილის მუშაობითაც იყო კმაყოფილი, მაგრამ მას მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება და ეს გადაწყვეტილებაც ივანიშვილმა მიიღო.