საზოგადოება
ეველინ ფარკასი: „აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“

axali-saz-2-mTსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ორმხრივი კონსულტაციების თაობაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასმა კომენტარი გააკეთა, კერძოდ კი, განაცხადა:

 „არსებული გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენ ხედვას ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ...

მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მისიაში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მისიაში. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 860-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ჩვენს კონსულტაციებზე ასევე მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ აღმენიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. უელსის სამიტზე ჩვენ ვაღიარეთ საქართველო, როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი და მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებას, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და გაძლიერებულ წვრთნებს მოიცავს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში.

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო სწავლებაში „მაღალი დონის პარტნიორობა“, რომელიც 11 მაისს დაიწყება“.

axali-saz-2-qve