აქტუალური
სანაკოევი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან - თიბილოვის სახელმწიფო მრჩევლად გადაიყვანეს

aqtual-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. როგორც თიბილოვის პრესმდივანი განა იანოვსკაია იტყობინება, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე დავით სანაკოევის დანიშვნას, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებლად, პრეზიდენტის ბრძანებით, დაინიშნა ყაზბულათ ცხოვრებოვი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა“, - განაცხადა პრესმდივანმა. „პრეზიდენტ თიბილოვის მოღვაწეობა სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე მიმართულია საზოგადოების კონსოლიდაციისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ყველა წინააღმდეგობრიობის გადაწყვეტისკენ პოლიტიკური დიალოგის გზით და არა ულტიმატუმებით. ამის ნათელ მტკიცებულებად იქცა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა, მათ შორის - მისი გუშინდელი ოპონენტების მიწვევა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელობაში მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. დღეს პრეზიდენტმა, წარმოქმნილი წინააღმდეგობრიობის დაძლევის მიზნით, გადაწყვეტილება მიიღო დაკავებული თანამდებობიდან დ. სანაკოევის გათავისუფლებისა და მის სხვა სამუშაოზე გადაყვანის  შესახებ“, - დასძინა ლ. თიბილოვის პრესმდივანმა.

პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნა ჩემთან, მზად ვარ ამიერიდანაც ვემსახურო სამშობლოს და შევასრულო ის მოვალეობები, რომლებსაც პრეზიდენტი დამაკისრებს“, - განაცხადა თავად დ. სანაკოევმა.