აქტუალური
„ვირთხები“: საქინფორმი წარმოგიდგენთ!

axali-virtxa-aqt-1-anსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები - მათ დანაშაულებზე ყველა ლაპარაკობს. ისინი თავსლაფის დასხმასა და დასჯას იმსახურებენ, მაგრამ განა მარტო მათშია საქმე?

განა ათასჯერ უფრო ამაზრზენი არ არიან მათი საიდუმლო ჯაშუშები?!საქინფორმი ამთავრებს სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც  ეძღვნება „ვირთხებს“ - უსახურ რიგით კაცუნებს, რომლებიც არიან ბანკების, მობილური ოპერატორების, ინტერნეტ-პროვაიდერების, მერიისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და თანამშრომელთა შორის.

საქინფორმი იწყებს ლუსტრაციას - ქართველი ხალხი სახელებით უნდა იცნობდეს, თუ ვინ მუშაობს სააკაშვილზე, ანუ საქართველოს წინააღმდეგ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით!

საქინფორმი აღნიშნავს, რომ მათ სახელებს არ იცნობს საზოგადოება, თუმცა ძალიან ბევრი მალე გაიგებს, რომ ზოგი მათი მეგობარი და მეზობელი, ნათესავი და თანამშრომელი - „ვირთხაა“! ამიტომ საქინფორმი დაჟინებით გთხოვთ: ჟურნალისტური გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგ მაქსიმალურად შეიკავეთ ემოციები - დაე მოღალატეებით პროკურატურა დაკავდეს და მათ კანონის წინაშე გასცენ პასუხი!

საქინფორმის რედაქცია