შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველო, 23 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი
400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.