საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „თუ უნდა გიგაურს, რომ ნაცმოძრაობის აპოლოგეტი იყოს, ეს მისი ნებაა, მაგრამ ნუ გვატყუებს"

1-gigauri-sazog-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი მომდევნო "კვირის 2030"-ში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს: ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეზე გადაცემას აანონსებს.

შემდეგ კვირას გვექნება გადაცემა მათზე და იქ დავამტკიცებ მტკიცებულებების სახით, გიგაური - საერთაშორისო გამჭვირვალობა და კოჟორიძე, რომელიც საიას თავმჯდომარე გახლდათ... ეს პიროვნებები, ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ეზრუნათ, აბსოლუტურად თანხვედრაში მოდიოდნენ იმ სიცრუესთან, რომლის ტირაჟირებასაც ნაცმოძრაობა ახერხებდა... თუ აცხადებ, რომ აქ დგახარ, კეთილი ინებე და ეს დაიცავი, გინდა ნაცმოძრაობის წევრობა? შენი ნებაა და არავინ გიშლის ხელს. კოჟორიძემ ეს გააფორმა, როდესაც პრეზიდენტის სამსახურში გადავიდა, რომელიც ოპოზიციურ პოზიციას დიდი ხანია ამჟღავნებს. გიგაურზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, როდესაც სამოქალაქო სექტორის ორწლიანი მიმოხილვა გვექნება. მივანიშნებ იმაზე, რომ ყველამ, ვისაც რა ადგილი უჭირავს საჯარო სექტორში, ვინც ტელევიზიით საუბრობს და ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას აზრი მომხდარ მოვლენებზე, კეთილი ინებოს და თავისი სახელი დაირქვას. ამაზე ჩვენ გვექნება რეაქციები, რეაგირება და ნურავინ გადაიტანს ან მედიაზე ან სამოქალაქო სექტორზე ზეწოლად“, - განაცხადა ივანიშვილმა.