რედაქტორისგან
საქინფორმი მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს: ნება დართეთ აფთიაქებს, გასცენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის პრეპარატების თუნდაც ერთი აბი!

1-serge-saz-1-red

საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ასრულებს რა მკითხველების  - საქართველოს მოსახლეობის მრავალრიცხოვან და დაჟინებულ თხოვნას, საქინფორმი მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს:

 

დართეთ ნება აფთიაქებს, გასცენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის პრეპარატების თუნდაც ერთი აბი!
ამ სენით გაწამებულ ადამიანებს ხშირად აქვთ უქეიფობა და შეტევები ქუჩაში ყოფნისას, წამალი კი თან არ აქვთ! სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება, როცა ავადმყოფები - თბილისელები კი არა, საქართველოს რაიონებიდან დედაქალაქში ჩამოსულები არიან!

ნუ აწვალებთ ხალხს! საკმარისია ისიც, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას უკიდურესად მოუხერხებელი პირობები შეუქმენით წამლებზე რეცეპტების შემოღებით, რის გამოც ადამიანები იძლებული არიან საათობით იდგნენ რიგებში პოლიკლინიკებში, ექიმთან მიღებაზე, რეცეპტის გამოსაწერად! მოქალაქეები, რომლებსაც სამსახური აქვთ, ამისათვის იძულებული არიან, დაეთხოვონ ხელმძღვანელობას, რითაც ზიანი ადგება იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლის თანამშრომლებიც ისინი არიან.