აქტუალური
ქობულეთი, ანაკლია, მესტია... რომელია შემდეგი?

mestiaმალე საქართველოში კუთხე აღარ დარჩება, სადაც თავისუფალი ტურისტული ზონა არ შეიქმნება. ქობულეთისა და ანაკლიის შემდეგ, რიგში მესტია დგას.
მესტიაში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნა, მართალია, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ უეჭველად შეიქმნება. ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ - 15 წელი არ იხდიან გადასახადს. სასტუმროების მშენებლობისთვის ინვესტორს სათანადო ინფრასტრუქტურას სახელმწიფო უქმნის.
კიდევ რომელია რიგში და სად შეიქმნება თავისუფალი ტურისტული ზონა, ამას ხელისუფლება დოზირებულად გამოაცხადებს.