„გერმანიამ სომხების გენოციდი აღიარა“ - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი
საქართველო, 22 აპრილი,
საქინფორმი. გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ „
გერმანია თანახმაა, აღიაროს სომხების გენოციდი“. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ ამ საკითხზე სულ უფრო მკაცრმა პოლიტიკურმა დებატებმა შესაძლოა „
გაართულოს ანდა შეუძლებლად აქციოს“ თურქეთსა და სომხეთს შორის სერიოზული და პირდაპირი დიალოგის დასაწყისი.
თავის მხრივ, ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ ბუნდესტაგში, ფრანც იოსებ იუნგმა განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა, სომხების მასობრივ ხოცვას „გენოციდი“ უწოდოს მიუხედავად ანკარის პროტესტისა.
ცნობისათვის: აქამდე გფრ-ის მთავრობა გაურბოდა ცნება „გენოციდის“ გამოყენებას სომხებთან მიმართებაში ოსმანთა იმპერიაში, რათა არ გაერთულებინა ურთიერთობები თურქეთთან.