აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონში დააკავეს „ყაჩაღების“ ჯგუფი - Georgia-news.org
საქართველო, 22 აპრილი,
საქინფორმი. ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებაში ეჭვის საფუძველზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 18.03.15 ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოკუმში და 22.03.15 სოფელ ჩხორტოლში, დააკავეს სოფელ ოკუმში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები:
ახვლედიანი ცისკარ ოლვანის ძე, დაბად. 1983 წელს.,
ახვლედიანი ონისე ომისტერის ძე, დაბ. 1987 წელს.,
ახვლედიანი გოდერძი ომისტერის ძე, დაბ. 1994 წელს.,
ახვლედიანი პაატა მიხეილის ძე, დაბ. 1974 წელს და
ახვლედიანი ნუკრი ელგუჯას ძე, დაბ. 1993 წელს.
დადგენილია, რომ სოფელ ოკუმის მცხოვრები ახვლედიანი ლევან ოლვანის ძე იძებნება 2014 წლის სექტემბრიდან იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენის, გადაცემის, გაყიდვის, შენახვისა და გადატანისთვის. ახვლედიანი ცისკარი ფლობს ინფორმაციას ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ. მისი შენახვის ადგილი მიუთითა პაატა ახვლედიანმა. ნუკრი ახვლედიანის პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა 3.108 გ „მარიხუანა“. გოდერძი და ნუკრი ახვლედიანები ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.