უცხოეთი
„აზოვში“ მებრძოლი ქართველი მოხალისე გიორგი ჯანელიძე („სატანა“) უკრაინაში მოკლეს

1-azov-zar-1-anსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. მოხალისე გიორგი ჯანელიძე, რომელიც უკრაინულ ბატალიონ „აზოვში“იბრძოდა, შიროკინოსთვის ბრძოლებში დაიღუპა. აღდგომას კიევში მოხალისეებს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი მოხალისეებს შეხვდა, საჩუქრები გადასცა და ერთობლივ წირვაში მიიღო მონაწილეობა.

ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილის თქმით, ჯანელიძე ცნობილი იყო მეტსახელით „სატანა“. ჯანელიძეს სამშობლოში ქვრივი და 15 წლის ვაჟი დარჩა. ჯანელიძის ოჯახის ნაცნობებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აცნობეს, რომ იგი აცხადებდა, „ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემი ვაჟი რუსეთთან ბრძოლას განაგრძობსო“.

შიროკინოს ბრძოლებში კიდევ ერთი ქართველი „ლეგიონერი“ დაიჭრა, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. უწინ იტყობინებოდნენ, რომ კიევისთვის ბრძოლაში ქართველების ჩასვლის ორგანიზებას საქართველოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ახორციელებს.