საზოგადოება
ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა

foreსიღნაღის რაიონში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია.
სახლ-მუზეუმი დემონტაჟს საჭიროებს, რადგან პირველი სართული მთლიანად იშლება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ნოდარ კოჭლამაზაშვილის თქმით, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმის დემონტაჟს და თავიდან აშენებას 25 ათასი ლარი სჭირდება, რომლის გათვალისწინებასაც 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმავენ.
გამგებლის თქმით, დემონტაჟის სამუშაოები, სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება.
იტალიის ეროვნული გმირი, ქართველი მებრძოლი ჩრდილოეთ იტალიაში განისვენებს.