სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „დაუშვებელი ფაქტია, რომ ოპოზიციის წევრები ბედავენ, ერევიან გურჯაანის გამგეობის მუშაობაში და ცდილობენ გამგეობის მუშაობის პარალიზებას!“
1-gurjaani-samart-2საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურჯაანის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილი მიჩნევს, რომ ადეკვატური იყო გურჯაანის გამგებლის ქმედება, რომელმაც დეპუტატ ღვინიაშვილს ოფისის დატოვებისკენ კანონის დაცვით მოუწოდა. მოვლენების ასეთი განვითარება ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ იმსახურებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.