სამართალი
ზაქარია ქუცნაშვილი: „ინტერპოლის სიიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ საქართველოში ან რომელიმე ქვეყანაში ადეიშვილს მწვანე შუქი აქვს ანთებული“
1-kucna-samart-1საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ძებნილი პიროვნების დაკავება და ექსტრადირება ინტერპოლის გარეშე კონკრეტული ქვეყნების დარწმუნებითაც შეიძლება. რესურსი ჯერ ამოწურული არ არის. თუმცა ვიმეორებ, ვინაიდან კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება პროკურატურას აქვს მონოპოლიზებული, ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება მოუწევს... ორმხრივი სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გარდა, ინტერპოლის გენერალური ასამბლეაც არსებობს, სადაც შეიძლება დაისვას საკითხი გენერალური სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე“, - აცხადებს ქუცნაშვილი „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.