აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მარგველაშვილი გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მის ადგილას ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში…"

1-atoneli-aqtual-3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონელის რეზიდენციის ირგვლივ შექმილ ვითარებას ეხმაურება.

„ასე არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ დღეს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა... ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ის გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარ მილიარდიან სასახლეში. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ამ სასახლის მიმართ იყო უკიდურესად ნეგატიური, მათ შორის პრეზიდენტსაც ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მაშინ დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა... რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, მე მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში... ჩვენი ვალდებულება იყო, კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა და მიგვემართა შეკითხვით პრეზიდენტისათვის, თუ რას აპირებდა ამ რეზიდენციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.