აქტუალური
დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიუსაჯეს

1-daCi-aqtual-2საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა . გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ სასამართლოში.

დიჯეი დაჩი დარჩია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე "სქაი ბართან" გასული წლის აგვისტოში მოკლეს.