აქტუალური
დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს, მოქმედი კანონის მიხედვით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12 წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე… მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს“.