საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „პანკისის ხეობის მიმართ ისტერიით თემების გაშუქება არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“

1-isteria-sazog-3-anal-3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობიდან სიარიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

2 თუ 3 ადამიანი ცდილობს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანოს პანკისის ხეობიდან სირიაში, თუმცა სამართალდამცველები ამას მიხედავენ. უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. ასე რომ, არავითარი პრობლემა არ იქნება. პანკისის ხეობის მიმართ, ასეთი აბსოლუტურად არაბუნებრივი ისტერიით თემების გაშუქება არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ყველას მოვუწოდებ, გაიაზრონ, თუ რა თემებით ძაბავენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. პირიქით, წინა ხელისუფლების დროს იყო მუდმივი გულგრილი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.