საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „მარგველაშვილმა უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია... ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და არ გვაქვს ამის ფუფუნება!"
1-avlabar-sazog-2საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს. „ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და არ გვაქვს ამის ფუფუნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.