საზოგადოება
„ეისითი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ თბილისელები ქალაქში დასუფთავებისა და გამწვანების საკითხებზე და როგორ აფასებენ მდგომარეობას წინა წლებთან შედარებით

1-eisiti-saz-1-an-2-mtსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ქალაქის დასუფთავება და გამწვანება ქალაქის იერსახისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ თბილისელები ქალაქში დასუფთავებისა და გამწვანების საკითხებზე და როგორ აფასებენ მდგომარეობას წინა წლებთან შედარებით.
თბილისელთა საკმაოდ დიდი ნაწილი (43%) თვლის, რომ ქუჩებისა და გარემოს დასუფთავების თვალსაზრისით ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. საგულისხმოა, რომ ყოველი მესამე თბილისელის (32%) მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესებულია.

აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ თბილისელთა ერთი მეოთხედი ქალაქის დასუფთავების კუთხით დადებით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას.

1-eisiti-saz-1-an-2--1 1-eisiti-saz-1-an-2-2