საზოგადოება
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ოთხჯერ გაიზრდება

shromis_kodeqsi2011 წლის პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების მინიმალური ანაზღაურება, სავარაუდოდ, 600 ლარიდან დაიწყება, რაც აქამდე არსებულს 450 ლარით აღემატება. შრომის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. აღნიშნული წინადადებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს დღეებში წარედგინება. რაც შეეხება შრომის კოდექსს, მისი თქმით, რადგან საქართველოში დემოგრაფიული საკითხები პრობლემურია, სახელმწიფო აპირებს, მშობიარობის წახალისებისთვის გარკვეული მიმართულებები წაახალისოს. „აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ, გაიზარდოს დეკრეტული შვებულების მინიმუმი - ის, რაც აქამდე განსაზღვრული იყო, ანუ 150 ლარი, ამიერიდან მინიმუმ 600 ლარით განისაზღვრება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 600 ლარი ზედა ზღვარი იქნება. შესაძლოა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შედგეს შეთანხმება, რომ ადამიანმა დამსახურების მიხედვით დეკრეტული შვებულების დროს კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოს,“ – აღნიშნა საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.