პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა დავით შავლიაშვილის შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა

1-nodar-polit-3საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. „პირველი რადიოს" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება „თბილისი მერიოტში" გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე გუშინ დაწერა. „გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.