პოლიტიკა
საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე გუშინ დაწერა და მისი დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.