უცხოეთი
ირანმა და თურქეთმა დოლარზე უარი თქვეს
1-dogov-zar-2-anსაქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა და მისმა ირანელმა კოლეგა ჰასან როუჰანიმ განაცხადეს, რომ ორივე სახელმწიფო ორმხრივ ვაჭრობას თავის ნაციონალურ ვალუტაში აწარმოებს. ამგვარად, ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან დოლარზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე. შეთანხმება მიღწეული იქნა თეირანში ერდოღანის ოფიციალური ვიზიტისას. ერდოღანმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მოცულობა წელიწადში 14 მლრდ-დან 30 მლრდ დოლარამდე გაიზრდება ნაციონალური ვალუტების ექვივალენტში. ამასთან, ერდოღანი ირანიდან გაზის იმპორტის საფასურის შემცირების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს. თუ ეს მოხდა, თურქეთი, გაზპრომის მიერ „თურქული ნაკადის“ მშენებლობასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ჰაბად და გაზის სატრანსპორტო ქვეყნად იქცევა, რომელიც ევროპის ქვეყნებისთვის უკრაინას მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლებს.