საზოგადოება
ბათუმის უნივერსიტეტს საფრთხე ემუქრება

batum-univer"ქართული აკადემიის" წევრები ხელისუფლებას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის გასხვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, აჭარაში კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროების მიზანმიმართულმა განადგურებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო; დაიხურა და გაიყიდა სამუსიკო და საჯარო სკოლები, ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ამჯერად კი საფრთხე ემუქრება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლითაც, "ქართული აკადემიის" ინფორმაციით, გიული ალასანიაა დაინტერესებული.
"ბათუმის უნივერსიტეტის შენობის გასხვისებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე კურატორობს. სტუდენტები უკვე გადაიყვანეს სხვა ინსტიტუტში",- აცხადებენ "ქართულ აკადემიაში".
ამასთან, აკადემიის წევრები ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის შესახებ შეახსენებენ ლევან ვარშალომიძესა და მიხეილ მახარაძეს, რადგან მათი ინფორმაციით, აჭარაში დაჩქარებული წესით იხსნება ისლამური სასულიერო სასწავლებლები.