სამართალი
შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
1-aruJie-samart-2საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა ბექა წ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.