აქტუალური
„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ბაზის გამოაშკარავება საქართველოს ტერიტორიაზე - პანკისის ხეობაში“

1-abaza-aqt-3-an-4საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. სირიის არმიის ერთ-ერთმა გენერალმა საქართველოს ტერიტორიაზე „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზის არსებობის შესახებ განაცხადა. ვალიდ აბაზამ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწვრთნელი ბანაკი პანკისის ხეობაში, საქართველოში მდებარეობს და თბილისის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. მისი თქმით, საქართველოში ჩეჩენ ბოევიკებს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერთებისკენ წაახალისებენ, ვინაიდან მათ საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ.

აბაზამ ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიის არმიის თავდასხმისა და მისი აზერბაიჯანელი მეთაური როვშან ბადალოვის დაღუპვის შემდეგ განაცხადა. ბადალოვმა სამხედრო მომზადების კურსი პანკისის ხეობაში გაიარა.