რედაქტორისგან
„ივანიშვილს ზედიზედ უწევს იმ შეცდომების აღიარება, რომელთა შესახებაც არაერთხელ ვაფრთხილებდით!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორი

1-aleko-saz-2-red-1-mtსაქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მის საკუთარ ტელეარხ „GDS“-ზე, საკვირაო ტელეგადაცემა კვირის 20/30“-ში გააკრიტიკა თბილისის საკრებულოს წევრი საბურთალოს რაიონიდან, TV „კავკასიის“ ყოფილი ტელეწამყვანი ალეკო ელისაშვილი თავის ბიზნეს-პროექტ - ბიზნეს-კომპლექს პანორამა თბილის-ს გაკრიტიკების გამო.

მისი განცხადებები თანხვედრაში მოდის იმ სიცრუესთან, რასაცნაცმოძრობააცხადებს. ჩემი პრემიერობის დროს დაიწყო საუბარი, რომ ეკონომიკა ინგრევა, დაგეგმილი იყო 5%-იანი ზრდა, რაღაც ეტაპზე 3%-ზე ჩამოვიდა, იმ დროს ყველაზე მძიმე სიტყვები ელისაშვილმა ახსნა, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა. როდესაც ჟურნალისტებს შევხვდი, იქ ვუთხარი - იცი მაინც რა არის სტაგნაცია-თქო, მან კი ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა ეღიარებინა, გამოვიდა და თქვა, კინაღამ გამლახესო.

რა უნდანაცმოძრაობას? ერთი - აჩვენოს, რომ ეკონომიკა ინგრევა და მეორე - იქ, სადაც დიდი ინვესტიციაა, შეაჩეროს. საყდრისზეც ამიტომ ბობოქრობენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და “საია”-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებებიც სააკაშვილისნაციონალური მოძრაობის განცხადებებთან თანხვედრაშია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლოდან - პოლიტიკაში ივანიშვილის ოფიციალურად მოსვლის პირველივე დღეებიდან, საქინფორმი და მისი მთავარი რედაქტორი, პირადად მისი და „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ უანგარო საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, აფრთხილებდა ბატონ ბიძინას ზოგიერთი წინდაუხედავი გადაწყვეტილების გამო. ძირითადად, ეს გაფრთხილებები უკავშირდებოდა საკადრო პოლიტიკასა და ზოგიერთი სუბიექტის - პრივილეგირებული პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და არასამავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მედიის კონტრპროდუქტიულ პოლიტიკურ პრეფერენციებს.

დღეს, 3 წელზე მეტი ხნის შემდეგ, შეიძლება იმის კონსტატირება, რომ საქინფორმის ყველა შეფასება და რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისადმი კომპეტენტური აღმოჩნდა და 90%-ით გამართლდა. პრეზიდენტი, მინისტრებისა და პარლამენტარების უმეტესობა, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პარტია, პროკურორები და მოღალატე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, პროქტოპოლიტოლოგები და ჟურნალისტები - ყველა, ვისაც კეთილისმყოფლობა გაუწია ივანიშვილმა, ქართველი ხალხის გაკვირვებისა და საქინფორმის გაფრთხილებების მიუხედავად, ან უმაქნისი დილეტანტები, ანდა მოღალატეები და მტრები აღმოჩნდნენ!

ალეკო ელისაშვილიც „ხელისუფლების სუფრაზე“ დაშვებულთაგან („ბონუსებისა“ და ინტერვიუების მიცემაზე) ერთ-ერთი ჟურნალისტი, ტელეკომპანია „კავკასიის“ ტელეწამყვანი იყო, რომელსაც ივანიშვილი უწოდებდა „ჩემს საყვარელ ტელეკომპანიას - საქართველოს საუკეთესო ტელეკომპანიას!“ და რომლის მე-19 იუბილეზე, 2013 წელს ის მეუღლესთან - ქალბატონ ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა, ყვავილებითა და ჩეკით (ვიდეო იხ. აქ)... თუმცა, როგორც ჩანს, მადამ არნახულად მოიმატა და „აქუს“ ერთი შოუს ტელეკომპანიამ და პოლიტიკაში გადასკუპებულმა მისმა ტელეწამყვანმა „ფირფიტა გადააბრუნეს“...

რაც შეეხება საქინფორმის კეთილი რჩევების 10%-ს ბიძინა ივანიშვილისადმი - ეს პროგნოზებია, რომლებიც უახლოეს ხანებში ახდება, ივანიშვილი ხომ, „დახურული სივრციდან გამომდინარე“, სადაც ყოფნას ამჯობინებს, კიდევ ბევრჯერ „განიხიბლება“ თავისი „კეთილისმსურველებით“ - მრჩევლებითა და ხელდასხმულებით. ბატონი ბიძინა თვითონ განუცხადებს ამას საზოგადოებას ტელეეკრანიდან, როგორც მას ჩვევია, თუმცა თავისი მენტალობიდან გამომდინარე, შეცდომებს, თანაც საჯაროდ, არასოდეს აღიარებს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

1-aleko-saz-2-1 1-aleko-saz-2-1-qv-2