აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია

1-dabrunda-aqtual-2საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ბატალიონის ბოლო ნაკადი, 126 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“  მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  6 თვის განმავლობაში   მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.