საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „დღეს ორიენტაცია კეთდება ალასანიაზე და მთელი გუნდის საზრუნავი გახდა ალასანია“

1-ivan-sazig-3საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა კვირის 2030“-ში „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს შეადარა.

ნაციონალური მოძრაობამორგებული იყო ერთ კაცზე და ამ კაცის სახასიათს რაც მოერგებოდა, ყველაფერი ისე კეთდებოდა. საუბედუროდ , „თავისუფალ დემოკრატებზეშეიძლება ვთქვათ, რომ ერთი-ერთზე იმეორებენ იმ ცუდ პრაქტიკას, რაც სააკაშვილის დროს დაფუძნდა, რომ მთელი გუნდი ორიენტირებული იყო ერთ კაცზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას მხრიდან, „თავისუფალი დემოკრატების“თავმჯდომარედ გამოცხადების სურვილი მაშინ, როდესაც მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა, პოლიტიკური სვლა იყო. „ივნისში თუ ივლისში შევიდა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში, სექტემბერში კი აცხადებს ალსანია, რომ დაინიშნება ყრილობა და ორი-სამი თვით ადრე აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. ძალიან უხეში სვლაა პოლიტიკურად... ალასანიამაც გაიმეორა იგივე, რასაც ამბობენ გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ მე ქვეყნის მთავარი პრობლემა ვარ, მის ამ განცხადებას კი ჩემი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, რამაც გამაოცა“, - აცხადებს ივანიშვილი.