საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „მაია ფანჯიკიძეიყო ქართული ოცნების წევრი, ის საგარეო საქმეთა მინისტრად "ქართული ოცნებიდან" დაინიშნა"

1-maia-sazog-1საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 2030- ში განაცხადა და აღნიშნა, რომ მაია ფანჯიკიძის გადადგომა პოსტიდან დიდი შეცდომა იყო.

საქართველოში ნათესაობას პატივს ვცემთ და ვიცით რას ნიშნავს სიძე და ცოლის და ა.შ. მაგრამ, ამით მან დაუშვა უხეში შეცდომა. ასეთ დროს უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა: მე ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მე მოვედი ქართული ოცნებიდან. მაია არანაკლებს შრომობდა სხვებზე და მას ჰქონდა თავისი  საკუთარი დამსახურება და ის არ მოსულა ალასანიას ხათრით... მე პირადად დავიფიცებ, რომ არავითარი ალასანიასთან კავშირის სანაცვლოდ არ დანიშნულა. იგი ამ თანამდებობაზე ჩემი დასახელებული იყო, მას ჰქონდა თავისი წვლილი შეტანილი. მაგრამ, როდესაც გამოდის და გახდა სხვა პარტიის წევრი, ამით მან გააფორმა ნეპოტიზმი. მე პირადად ძალიან დიდი იმედგაცრუება მივიღე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.