პოლიტიკა
მინისტრმა ისაუბრა მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში (საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული საწარმოების შესახებ ვრცლად იხილეთ apma.ge)
მიმდინარე მედიატურის შესახებ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა თავად, ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს. დანელიას ინფორმაციით, მედიატური გრძელდება და ჟურნალისტები მთავრობის დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში ესტუმრებიან. პრემიერ-მინისტრი მედიატურის ინიციატივას დადებითად აფასებს. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ. ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, სად არის დაპირებული საწარმოები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.