მისი უდიდებულესობა პლასტილინ პირველი სააკაშვილის სასახლიდან არ გამოდის
საქართველო, 21 აპრილი,
საქინფორმი. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გუშინდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა
დავით შავლიაშვილმა მიაწოდა. მინისტრის ცნობით, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია.
როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში, სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული. მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.