უცხოეთი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ქსელურმა გამოცემამ „რუსკაია სილა“ გაავრცელა ცნობა კიევში საზარელი შემთხვევის შესახებ: ოთხმა ამერიკელმა სამხედრომ ორი გოგონა გააუპატიურა!
„ერთ-ერთი მათგანი 13 წლის იყო, მეორე - უფრო პატარა. ორი დამნაშავე-პედოფილი კერძო სამხედრო კომპანიების თანამშრომელია, კიდევ ორი - აშშ-ის არმიაში მსახურობს. ეს უკანასკნელნი ვისბადენში გენერალ-ლეიტენანტ ჰოჯესის პირად შტაბს მიეკუთვნებიან“, - იტყობინება გამოცემა. „მოქალაქეთა ხმაურიანი აღშფოთების შედეგად მილიციელებმა მოახერხეს საშიში პედოფილების ვინაობის დადგენა და ისინი ვლადიმირის ქუჩაზე მდებარე რესტორანში დააკავეს. თუმცა, ადგილზე მისულმა „СБУ”-ს თანამშრომლებმა მილიციას გაცლა უბრძანეს - სამხედროებმა არგუმენტად სრული დიპლომატიური იმუნიტეტი მოიყვანეს, მაშინ როცა ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების ბოევიკები უკრაინაში ასევე დაცული არიან სისხლის სამართლის დევნისგან“, - წერს გამოცემა.