ვანო მერაბიშვილი: „ქვეყნის განვითარება შეეწირა ერთ მატყუარა, ცუღლუტ, პროვინციელ ტლუ კაცს“
საქართველო, 20 აპრილი,
საქინფორმი. ამის შესახებ
ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამასთან, შს ყოფილმა მინისტრმა მიმართა თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურ
კახა ნაკანს, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა. „
მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამინისტიას "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში". „თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.