საზოგადოება
„ვიმედოვნებ, ასირიელი ლტოლვილები თავშესაფარს საქართველოში იპოვიან“ - აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი

1-riCard-sazog-3-mtსაქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიესალმება ქართული ოჯახების მიერ ასირიელების მხარდაჭერას, „როცა ადამიანებს ასეთი ტრაგედია და დრამატული პერიოდი აქვთ“.

ვიმედოვნებ, რომ ლტოლვილები თავშესაფარს საქართველოში იპოვიან, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარტო ამ ხალხს როდი აქვს დღეს ტრაგედია, სხვა რელიგიური კუთვნილებისა და ეთნიკური წარმომავლობის ხალხიც გახდა იმ დიდი უბედურების მსხვერპლი, რომელსაც ადგილი აქვს სირიაში, ერაყსა და სხვა ადგილებში. საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებელია, დაეხმაროს ამ ხალხებს ვითარების სტაბილიზაციაში. ამ ადამიანებს თავის სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მივცეთ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დიასპორის საქმეებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძის ცნობით, 500-მდე ქართველი ოჯახი მზადაა, იშვილოს ასირიელი ბავშვები. „ისინი ჩვენი ხელისფლებისგან კონკრეტულ განცხადებას ელოდებიან, რომ საქართველო მზადაა, შეიფაროს ასირიელთა ნაწილი, თუნდაც ბავშვები. ამას შემდეგ სხვა მოქმედებებიც მოჰყვება, რადგან სულიერ პირთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ 500-მდე ქართული ოჯახი გამოთქვამს მზაობას, იშვილოს ასირიელი ბავშვები“, - განაცხადა გელა დუმბაძემ.

1-riCard-saz-3-qv