საზოგადოება
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მის გულკეთილ ხალხს, ხელი არ შეუშალოს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლასა და დროებით ბინადრობას“

1-armen-sazog-2საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რუსეთის ჯავახკის დიასპორას მსგავსი განცხადებით მარტო საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს - სომხეთის და რუსეთის მთავრობებსაც მიმართა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯავახკის დიასპორა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს", - აცხადებს პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომლის თქმითაც, სირიაში ამ დროისათვის 30 ათასამდე სომეხია დარჩენილი და სომხეთიც თავისუფლად დაიტევს ამ რაოდენობას.

გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება მათ არანაირ პასუხს არ გასცემს. თუ ოფიციალურმა ერევანმა საქართველოს მთავრობას სთხოვა, ჩვენს ხელისუფლებას პასუხის გაცემის საშუალება მაშინ ექნება. რამდენჯერაც უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაცას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება არც არის ვალდებული და არც უნდა მოახდინოს რეაგირება“, -  განუცხადა არეშიძემ "გურია ნიუსს".

ცნობისათვის: 2012 წლის ზაფხულში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსახლების სურვილს შეძლებული სირიელი სომხები გამოთქვამდნენ, სირიული პრესა კი წერდა, რომ საპორტო ქალაქ ლაზიკას მშენებლობა სწორედ მათი ფულით იგეგმებოდა.