„ბათუმი თაუერის“ შენობის ბაზაზე მაღალი კლასის, LeMeridien ქსელის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
საქართველო, 20 აპრილი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო აუქციონში გამარჯვებულ დეველოპერულ კომპანია „
რედკოს“ წარმომადგენლებს და მის უცხოელ პარტნიორებს შეხვდა. ინვესტორმა მხარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს გააცნო მიმდინარე და სამომავლო გეგმები, როგორც მოცემულ პროექტთან დაკავშირებით, ისე სხვა საინვესტიციო პროექტებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე.
შედგა მოკლე პრეზენტაცია იმ სასტუმრო ბრენდთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს ქ. ბათუმში სასტუმროს მართვას. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკური საბჭოს მდივანი
გიორგი გახარია დაესწრნენ.