სამართალი
უკრაინული მედია: „ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის საოჯახო ბიზნესად იქცა“

1-ukr-samart-1-analit-1საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი slovo.net.ua ავრცელებს.
ჩვენ მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ იანვრის ბოლოს 2015 წელს ექიმი ტრანსპლანტოლოგების ჯგუფი სააკაშვილის მეუღლემ ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა კიევში ჩაიყვანა. სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილსა და უკრაინული სამხედრო მაღალჩინოსნების ხელმძღვანელობას შეხვდა. ხოლო მის მიერ ჩამოყვანილმა ექიმა ტრანსპლანტლოგებმა უკრაინელ ექიმებს შეასწავლეს რთულ სავალე პირობებშ ორგანოების ტრანსპლანტაცია და ამისათვის საჭირო აპარატურის გამოყენება“, - წერს უკრაინული მედია.

სქემა ასეთია: დაჭრილი და ახლად მოკლული ჯარისკაცები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან  გამოყავს საქართველოდან ჩასულ სამხედროებს და ექიმებს, რომლებიც სააკაშვილმა ასეულობით ჩაიყვანა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად და ათავსებენ სპეციალიზებულ ტრანსპორტში, რომლებშიც ევროპელი ექიმების მიერ მომზადებული ექიმები გზაშივე სხეულიდან უღებენ ორგანოებს, უფრო რთულ ოპერაციებს ხარკოვში და დნეპროპეტროვსკში განლაგებულ სტაციონარულ პუნქტებში აწარმოებენ.

ადამიანის ორგანოების პარტიას სწრაფად აგზავნიან ავიატრანსპორტიით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო დარჩენილ სხეულებს ოფიციალურად აღრიცხავენ, როგორც უგზოუკვლოდ დაკარგულებს. ადამიანის ორგანოების ვაჭრობის სისტემა წარმატებით იქნა აპრობირებული ამ წლის თებერვალში დებალცევოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის დროს, სადაც ოფიციალურად უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 82 უკრაინელი ჯარისკაცი.

ეს ბიზნესი შარშან არაეფექტურად განახორციელა იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ლისენკომ, რადგანაც ბატალიონ „აზოვის“ მეთაურმა სემეიჩენკო ვერ გაუკეთა ორგანიზება და აწვდიდა მას  გაფუჭებულ ორგანოებს. ამის შესახებ ლისენკოსა და გერმანელ ექიმ ვიბერს შორის სატელეფონო საუბარი  მედიაში გავრცელდა და სკანდალური სახე მიიღო.

სანდრა რულოვსი დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზებაში. სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოს წამყვანი ადგილი ეკავა ადამიანის ორგანოების მიწოდებაში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სააკაშვილის მეუღლემ საკმაოდ სარფიანი სქემა ააწყო ქართული პენიტენციალური სისტემიდან ადამიანის ორგანოების მისაღებად. პატიმრები ხვდებოდნენ ციხის საავადმყოფოებში, სადაც ხდებოდა ორგანოების ამოღება, სიკვდილის მიზეზად აფიქსირებდნენ მძიმე დაავადებას და საბუთებში იწერებოდა, რომ დაავადების დასადგენად ხდებოდა ორგანოების ამოღება სხეულის შემდგომი ბალზამირებისათვის...

შავ ბაზარზე ადამიანის სხეული, ცალკეული ორგანოების მიხედვით 1.7 მილიონი დოლარი ღირს. მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლების მოლოდინშია, ხოლო სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოების ახალ პარტიას ელის, - წერს უკრაინული მედია.