საზოგადოება
ქართველი მკვლევარი გარდაიცვალა თუ მოკლეს?

xvamlis-mtaსადღაც ერთი თვის წინათ ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს. ამ სენსაციიდან მეორე დღეს კი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს...
გურამ გაბიძაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ამბობდა, რომ იგი მოწამლეს, მესამე ექსპედიციაში ისეთი რაღაც იპოვეს, რომ გამხელა არ აპატიესო. ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებდა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ იქ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია.
როგორც ექსპედიციის მონაწილეები ყვებიან, არქეოლოგმა ზურაბ ცქვიტინიძემ ინტერნეტით ტაბაწყურის სიახლოვეს უცნაური გამოსახულება შეამჩნია. წავიდნენ სანახავად. როგორც ამბობენ, იქ ოქროს ფერფლი აღმოაჩინეს, ანუ დაადასტურეს, რომ ერთ დროს ოქრო იქ ნამდვილად ინახებოდა. გადმოცემით ცნობილია, რომ ხვამლის მთაზე მართლაც იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“... გარდა ამისა, იქ უნდა ინახებოდეს დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობა, რაც ქართული და ეგვიპტური ცივილიზაციების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ზედა ქვაბულში, სადაც განძთსაცავი იყო, უზარმაზარი ნაშალია. შეიძლება სადმე გასასვლელიც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ცნობილი. იმდენად მიუდგომელი ადგილია, მუშაობა ძალიან რთულია და დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული.
გურამი იქიდან თავის სოფელში, დერჩიში, წავიდა და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში. როგორც ჩანს, გულის შეტევით. იმასაც ამბობენ, რომ გაბიძაშვილი მოწამლულს ჰგავდაო.
და მაინც, რა სენსაციურ აღმოჩენას მიაგნო გურამ გაბიძაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე?
გურამ გაბიძაშვილის ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი არ სურს.