აქტუალური
ოთარ კახიძე: „ადეიშვილისთვის მინიჭებული თავშესაფრის გასაჩივრების არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს“

1-kaxiZe-aqtual-3საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელის მიხედვითაც ქართული მხარე ეცდება გაიგოს, თუ რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს დევნილის სტატუსი და შემდეგ სტატუსის მინიჭების პროცედურა გაასაჩივროს.

შეთავაზება მთავარი პროკურორის მოადგილეს: მითხარით, რა სამართლებრივი მექანიზმით აპირებთ მინიჭებული თავშესაფრის გასაჩივრებას და მე დაგისახელებთ ქვეყანას, რომელმაც ზურაბ ადეიშვილს მისცა აღნიშნული სტატუსი. თუ ვერ მეტყვით, მაშინ აღიარეთ თქვენი დე-ფაქტო უფროსის, ბატონი ბიძინას წინაშე, რომ გასაჩივრების ამგვარი მექანიზმი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და თანამდებობის შესანარჩუნებლად იტყუებით",- წერს ოთარ კახიძე.