აქტუალური
დავით საყვარელიძე: „უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს ... თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს“

1-david-aqtual-2საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ გამოცემა ZN.ua-თან ინტერვიუში გააკეთა. საყვარელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ უწყებაში თანამშრომლების მხოლოდ 30 პროცენტია პროფესიონალი და პატიოსანი და ეს არის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი, რის გამოც ის საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მან კომენტარი ბოლო დროს უკრაინაში ტელევიზიების თანხლებით დაკავების შემთხვევებზეც გააკეთა. საყვარელიძის თქმით, მსგავსი სისტემა ეფექტიანია კორუფციის აღმოსაფხვრელად.

დიახ, უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს - თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს, მე უარი ვთქვი. საქართველოში ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლის მიხედვითაც, თუ გამომძიებელი მილიონობით დოლარის კორუფციულ გარიგებას გამოავლენდა, ის ბონუსის სახით რამდენიმე ათასს მიიღებდა. ჩვენ ვაცხადებთ ნულოვან ტოლერანტობას კორუფციის მიმართ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანი არის სერიოზული. კორუმპირებულმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ საზოგადოება ჩვენს მხარესაა. ვფიქრობ, მათ ეს უკვე დაინახეს საკუთარი თვალით" , - განაცხადა დავით საყვარელიძემ.