აქტუალური
სოსო ჯოგლიძე: „რუსული წარმოების ხელყუმბარას რუსული ასოებით აწერია... ეს არის ჩამოტანილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში“
1-soso-aqtual-1საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის საქმის ახალ დეტალებზე მისი ადვოკატი სოსო ჯოგლიძე „პირველ რადიოსთან“ საუბრობს. „რუსული წარმოების ხელყუმბარა, რომელიც იქ აფეთქებულა, ესეთი რაღაც არ არსებობს. აქ ცოტა სხვა რაღაცაა და გამოძიებამ ცოტა თავი უნდა მოიფხანოს და იპოვოს ნამდვილად ის, რითიც მოხდა მისი აფეთქება. ამ საქმეს ბევრი ექსპერტი შეეწირება... ყველაზე მთავარი რაც არის, საქმის მასალებში მთლიანად არის მითითებული, რომ აღნიშნული ხელყუმბარა არის რუსული წარმოების. მაგრამ რუსული წარმოების ხელყუმბარა როა ადასტურებენ ამოღებული ფალიით, რომელზეც წარწერა არის ინგლისური ასოებით, რუსული წარმოების ხელყუმბარას ასეთი წარწერა არ გააჩნია და ვერც შეეცდება სახელმწიფო ბრალდება აღნიშნული შეცვალონ, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები მე გამაჩნია. ეს არის ან ჩეხური წარმოების, ან ისრაელის, რომელიც ჩამოტანილია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში და გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშოდ. რუსული წარმოების ხელყუმბარას რუსული ასოებით აწერია, თუ ჩვენი ექსპერტი ალთუნაშვილი მე რუსული წარმოების ხელყუმბარას მომიტანს ინგლისური ასოებით, ხელებს ავწევ საერთოდ ყველაფერზე, აღნიშნულიდან გამომდინარე მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები არის გაყალბებული“,- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.